ტაბლოები მუნიციპალური ტრანსპორტისათვის ALGO on Facebook

 ტაბლოები მუნიციპალური ტრანსპორტისათვის

საქალაქო ავტობუსის ნომრის/მარშრუტის მაჩვენებელ ელექტრონულ დაფათა კომპლექტი დამუშავებულია საქართველოში, შ.პ.ს. ”ალგო”-ს მიერ და წარმოებს მისსავე საწარმოო ბაზაზე.

•    გარჩევადობა არანაკლებ - 3,6 წერტილი/დუიმი;
•    შუქდიოდების სიკაშკაშე არანაკლებ - 1 500 მილიკანდელი;
•    შუქდიოდების ნათების ფერი - წითელი;
•    კვების ძაბვების დიაპაზონი - 20 – 30 ვოლტი;
•    მმართველი მიკროკონტროლერული ბლოკის გრაფიკული და ტექსტური ინფორმაციის ენერგოდამოუკიდებელი მეხსიერება არანაკლებ - 65536 ბაიტი;
•    ინტერფეისი მმართველ მიკროკონტროლერულ ბლოკსა და ტაბლოებს შორის - RS485;
•    ინტერფეისი მმართველ მიკროკონტროლერულ ბლოკსა და PC ტიპის კომპიუტერთან გრაფიკული და ტექსტური ინფორმაციის ჩაწერის რეჟიმში  - RS485;
•    ტაბლოს დაპროგრამების საშუალება - საგანგებოდ დამუშავებული პროგრამული პაკეტი ”Tablo image v. 1.0”, PC ტიპის კომპიუტერისთვის WINDOWS XP ოპერაციული სისტემით;
•    სიკაშკაშის რეგულირება - ავტომატურად, გარემოს განათებულობაზე დამოკიდებულებით;
•    აღქმის მინიმალური მანძილი - 7 მ;
•    აღქმის მაქსიმალური მანძილი - 20 -100 მ (გამოსახული სიმბოლოების დაპროგრამებულ ზომაზე დამოკიდებულებით);
•    კორპუსი - ალუმინი;
•    ექსპლუატაციის ტემპერატურული დიაპაზონი -40 +85 გრად C;
•    შენახვის ტემპერატურული დიაპაზონი -55 +100 გრად C;

ტაბლოების შესაძლებლობები:

ტაბლოები შესრულებულია გრაფიკული დინამიური მატრიცის სახით, რაც იძლევა ნებისმიერი სახის მოძრავი გრაფიკული გამოსახულებების ასახვის საშუალებას.

შესაბამისად ტაბლოზე გამოსახული ტექსტური ინფორმაცია შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას როგორც ნებისმიერი დამწერლობის გრაფემებით, ისე სხვადასხვა ზომისა და სტილის შრიფტებით ერთდროულად, ერთსა და იმავე კადრში, ერთი ან რამოდენიმე სტრიქონის სახით.

ამასთან შესაძლებელია მთელი გრაფიკული გამოსახულების ან მისი ნაწილის მოძრაობა მარჯვნიდან მარცხნივ ან ქვემოდან ზემოთ, სხვადასხვა სიჩქარითა და დაყოვნებებით.

მაგალითად შესაძლებელია გამოისახოს:

•    ერთი მოძრავი სტრიქონი 160 მმ სიმაღლის და უძრავი ნომერი 193 მმ სიმაღლის შრიფტით;
•    ორი უძრავი სტრიქონი 80 მმ სიმაღლის და ნომერი 193 მმ სიმაღლის შრიფტით;
•    ორი უძრავი, ერთი მოძრავი სტრიქონი 60 მმ სიმაღლის და უძრავი ნომერი 193 მმ სიმაღლის შრიფტით;
•    ორი უძრავი Bold სტილის, ერთი მოძრავი Simple სტილის სტრიქონი 60 მმ სიმაღლის და უძრავი ნომერი 193 მმ სიმაღლის შრიფტით;
•    ნებისმიერი გრაფიკული დინამიური გამოსახულება;

ტაბლოების დაპროგრამება

ტაბლოები მიეწოდება დაპროგრამებული სახით, წინასწარ მის მიერ მიმწოდებლისათვის გადაცემული მასალით. ექსპლუატაციის პროცესში გადაპროგრამების აუცილებლობის წარმოქმნის შემთხვევაში ეს ოპერაცია ხორციელდება წინასწარ მომზადებული იტ სპეციალისტის მიერ.

ინფორმაციის მომზადება ხდება საგანგებოდ დამუშავებული პროგრამული პაკეტი ”Tablo image v. 1.0”-ს მეშვეობით. ინფორმაცია წარმოადგენს რამოდენიმე მარშრუტის შემცველს კოდურ მასალას, რომელიც იმავე პროგრამული პაკეტის მეშვეობით ჩაიტვირთება მმართველი მიკროკონტროლერული ბლოკის ენერგოდამოუკიდებელ მეხსიერებაში.
აღნიშნული ოპერაციის შესასრულებლად საჭირო არაა ტაბლოს დემონტაჟი ავტობუსიდან, არამედ საკმარისია მმართველი მიკროკონტროლერული ბლოკის მოხსნა (რაც საკმაოდ მარტივი ოპერაციაა) და მისი ოფისში მიტანა,


ტაბლოების მართვა

ტაბლოების მართვას ახორციელებს მძღოლი. მართვა გულისხმობს მიკროკონტროლერული ბლოკის ენერგოდამოუკიდებელ მეხსიერებაში წინასწარ ჩატვირთული პროგრამებიდან, საჭიროს ამორჩევას ავტობუსის მოძრაობის მარშრუტის (ან მიმართულების) შესაბამისად.

ამისთვის მმართველი მიკროკონტროლერული ბლოკის წინა პანელზე გათვალისწინებულია ორი ღილაკი და შვიდსეგმენტიანი ინდიკატორი, რომელიც ასახავს ტაბლოზე გამოსახული პროგრამის რიგით ნომერს მეხსიერებაში.

პროგრამების შეცვლა ხდება ღილაკების დაჭერით. ერთი ღილაკი ზრდის პროგრამის ნომერს, ხოლო მეორე ამცირებს.

მმართველი მიკროკონტროლერული ბლოკი განლაგებულია მძღოლისთვის ხელმისაწვდომ ადგილას და მიერთებულია წინა ტაბლოსთან.

 

 



 
თბილისი 0131
იოანე პეტრიწის 17
T: 238 16 09;
599 94 00 67;
599 50 70 25;
info@algo.ge