1-4 არხიანი მთვლელი საწვავ გასამართი სადგურებისთვის
1-4 არხიანი მთვლელი საწვავ გასამართი სადგურებისთვის
დანიშნულება
მოწყობილობა აღრიცხვისა და ინდიკაციის, ანგარიშსწორების საზომ - საინფორმაციო კომპლექსისათვის - ”აიმ2-X” - განკუთვნილია საწვავმარიგებელი სადგურების სვეტებით გაცემული საწვავის რაოდენობისა და მისი შესაბამისი ღირებულების აღრიცხვისა და ასახვისათვის, საანგარიშსწორებო ქვითრების ბეჭდვისათვის, შედეგების დამუშავებისა და, ენერგოდამოუკიდებელ მეხსიერებაში ხანგრძლივი შენახვისათვის.
მოწყობილობა მზადდება მსტ 50031554–002–2007-ის საფუძველზე.
აღწერა
მოწყობილობა მოიცავს შემდეგ კვანძებს: საკუთრივ მართვა/გამოთვლის ბლოკი, ინდიკაციის პანელი, მართვის პულტი, პულსარი (ყოველი არხისათვის). მოწყობილობა ფუნქციონირებს მსტ 20879684-001-2006-ის საფუძველზე დამზადებულ SLP-01F ტიპის ფისკალურ პრინტერთან კომპლექსში.
იგი წარმოებს ოთხ, სამ, ორ და ერთარხიანი მოდიფიკაციების სახით. ერთ საწვავგასამართ სადგურზე მოქმედ რამოდენიმე აიმ2-X-ს ემსახურება საერთო ფისკალური პრინტერი.
მოწყობილობის მართვა ხდება მართვის პულტზე განლაგებული კლავიატურისა და გრაფიკული დისპლეის მეშვეობით. მოწყობილობა ფუნქციონირებს შემდეგ ძირითად რეჟიმებში:
- ”გაყიდვები”;
- ”ადმინისტრატორი”;
- ”საგადასახადო ინსპექტორი”;
უკანასკნელი ორი რეჟიმი დაცულია 6 ნიშნა პაროლებით.
კომპლექსი უზრუნველყოფს:
- ცალკეული კვანძების და ელექტრული შეერთებების დალუქვის შესაძლებლობას;
- პროდუქტის გაცემას თითოეული არხით ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით შემდეგ რეჟიმებში: ”თანხის შეკვეთით”, ”რაოდენობის შეკვეთით”, ”შეუზღუდავი რაოდენობით” და გაცემის პროცესის ვიზუალიზაციას ინდიკაციის პანელზე;
- გაცემის დასრულებისთანავე ქვითრის ავტომატურ ბეჭდვას;
- გაცემული პროდუქტის რაოდენობისა და ნავაჭრი თანხის ჯამური მთვლელების ხანგრძლივ შენახვას ენერგოდამოუკიდებელ მეხსიერებაში ყოველი არხისათვის (პროდუქტისათვის) და მათ დათვალიერებას;
- პროდუქტის ერთეულის ფასის შეყვანას ყოველი არხისათვის (პროდუქტისათვის) და მათ ინდიკაციას ინდიკაციის პანელზე;
- ფასების ცვლილების ისტორიის ხანგრძლივ შენახვას ენერგოდამოუკიდებელ მეხსიერებაში, ცვლილების დრო/თარიღთან და ჯამურ მთვლელებთან ერთად, თითოეული არხისათვის (პროდუქტისათვის), მის დათვალიერებას და ბეჭდვას;
- ღია ცვლის ნავაჭრის ელექტრონული ჟურნალის წარმოებას და სრული, საათობრივი და სვეტების მიხედვით X ანგარიშების ბეჭდვას;
- ცვლის დახურვას ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა წინა ცვლის დახურვიდან (სავალდებულოდ) და Z ანგარიშის ბეჭდვას;
- მოკლე და ვრცელი ფისკალური ანგარიშების ბეჭდვას მითითებული დროითი ინტერვალისათვის;
- ფისკალური პრინტერის ფისკალიზაცია/გადარეგისტრირებას (წინასწარ ხდება კომპანიის დასახელების, გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდისა (12 ნიშანი) და რეგისტრაციის ნომრის (12 ნიშანი) შეყვანა);
- დღგ-ს ოდენობის შეყვანას (%-ებში);
- ყოველი პროდუქტის დასახელების შეყვანას ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე (იბეჭდება გაყიდვის ქვითარზე);
- დამატებითი პაროლებით დაცულ ”კალიბრების” და ”დამოწმების” რეჟმებში პროდუქტის გაცემას, მისი ღირებულების რეგისტრაციის გარეშე, სათანადო აღნიშვნის მქონე ქვითრების ბეჭდვას, და აღნიშნულ რეჟიმებში გაცემული რაოდენობის Z ანგარიშში ასახვას;
- გაცემის ავარიული შეწყვეტის შემთხვევაში (მაგ. ელექტროენერგიის გათიშვისას) ფაქტობრივად გაცემული რაოდენობის და მისი ღირებულების ინდიკაციას, ქვითრის სავალდებულო ამობეჭდვას ავარიის მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ;
- დისპლეის მენიუს ენის არჩევას (ქართული, ინგლისური, რუსული);
- რაოდენობის (”ლიტრი”) და თანხის (”ლარი”) ერთეულების არჩევას (შეყვანას);
- საწვავმარიგებელი სვეტის კვანძების (ტუმბო, შემანელებელი სარქველი, გაცემული პროდუქტის რაოდენობის საკონტროლო ელექტრომექანიკური ჯამური მთვლელები) მართვას;
ლიცენზია
სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულია მოწმობა გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების შესახებ N024-07ტ. კომპლექსი რეგისტრირებულია გაზომვის საშუალებების სახელმწიფო რეესტრში - Nსაქ-416
მზადდება დაკვეთით